Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემა

2022 წლის 30 სექტემბერს თურქმენეთში საქართველოს ელჩმა ბატონმა კონსტანტინე საბიაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ რაშიდ მერედოვს.

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა საქართველოს ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა, უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში და აღუთქვა სრული მხარდაჭერა.

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მრავალმხრივ ასპექტებზე. კერძოდ, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობაზე, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში ერთობლივი პროექტების რეალიზების დიდ მნიშვნელობაზე,  ვაჭრობის და ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობებზე,  კულტურულ - ჰუმანიტარული კავშირების გამყარებაზე, ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ თურქმენეთში საქართველოს საელჩო და პირადად ელჩი, ყველაფერს გააკეთებს ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად.