Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

ქალბატონებო და ბატონებო,
ძვირფასო მეგობრებო, 

მოხარული ვარ, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში შევუდექი საქმიანობას თურქმენეთში - ცენტრალურ აზიაში საკვანძო და საქართველოს მეგობარ  სახელმწიფოში. ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკის მხარდაჭერა და განმტკიცება.

ორი სახელმწიფოს ნება, გააღრმავონ და განამტკიცონ სტრატეგიული ურთიერთობები, კვლავაც ურყევია. დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო პოლიტიკის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.  

თურქმენეთში საქართველოს საელჩოს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურის  სფეროში თანამშრომლობის განვითარება, შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზაცია, ბიზნესს წრეებისა და მოქალაქეების საქმიანი ინიციატივების ხელშეწყობა და მათი ინტერესების დაცვა.

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო და თურქმენეთი, საერთო ძალისხმევით, წარმატებით განახორციელებენ საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს. 

აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და საქართველოს მთავრობის სახელით, მეგობარ თურქმენ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას.

დასასრულს, მადლობას მოგახსენებთ ჩვენი საელჩოს ვებ-გვერდის სტუმრობისათვის, სადაც შესაძლებლობა გექნებათ საელჩოს საქმიანობის, საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის, საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საკონსულო საკითხების შესახებ ინფორმაცია მოიძიოთ. 

ვებ-გვერდზე ასევე განთავსებულია ინტერნეტ-ბმულები საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად.