Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აშხაბადში გაიმართა "ხსოვნის დღესთან" დაკავშირებული ღონისძიება

აშხაბადის მემორიალურ კომპლექსში "ჰალკ ჰაკიდასი", ყოველი წლის 6 ოქტომბერს იმართება 1948 წლის აშხაბადის დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა და ომებში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

"ხსოვნის დღესთან" დაკავშირებით მემორიალურ კომპლექსს ეწვივნენ თურქმენეთის პრეზიდენტი ბატონი სერდარ ბერდიმუხამედოვი, თურქმენთის ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, აშხაბადში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

"ხსოვნის დღესთან" დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა.