Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქმენეთში

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი შეხვდა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მეხრი ბიაშიმოვას

2026 წლის 29 იანვარს, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მეხრი ბიაშიმოვასთან.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთს შორის მაღალი დონის ურთიერთობები. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, საპარლამენტო და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა დაკავშირებადობის გაძლიერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 
 
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ ორმხრივი კავშირების განვითარება.