საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი შეხვდა თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს დოვლეტგელდი რეჯეპოვს
2023 წლის 23 მარტს, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან დოვლეტგელდი რეჯეპოვთან.
შეხვედრაზე ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების, გატარებული რეფორმებისა და მიმდინარე რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
პალატის თავჯდომარემ აღინიშნა, რომ თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები არიან როგორც თურქმენეთის სახელმწიფო დაწესებულებები, წამყვანი სამინისტროები და დეპარტამენტები, ასევე ბანკები, კერძო კომპანიები, ინდივიდუალური მეწარმეები, უცხოური კომპანიების წარმომადგენლობები.
საუბრისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საქართველო-თურქმენეთის საქმიანი კავშირების გააქტიურებას, ორი ქვეყანის საქმიან წრეებს შორის კონტაქტების დამყარებას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და საქონელბრუნვის გაზრდის შესაძლებლობებს და ამ მიზნით ბიზნეს წრეების წარმომადგენლების შეხვედრის ორგანიზების საკითხებზე მსჯელობას.
მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.