Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქმენეთში

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

2025 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისათვის.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის — შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
 
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
 
ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
 
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმავონ თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
 
შეხვედრის დასასრულს ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.