Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქმენეთში

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი რაუნდი

2025 წლის 20 ნოემბერს, აშხაბადში გაიმართა საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი რაუნდი. 

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საკონსულო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის სამართალდამცავ და იუსტიციის ორგანოებს შორის თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიგრაციულ მიმართულებებს, სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხებს.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მომავალშიც გააგრძელონ კონსტრუქციული და ეფექტიანი თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ კონსულტაციების მორიგი რაუნდი თბილისში გაიმართება. 

ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი გიორგი ტაბატაძე, ხოლო თურქმენეთის მხარეს - თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი დოვლეტმურატ მურატოვი. 

კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა.