საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ილია შამუგიამ, აშხაბადში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გამართეს შეხვედრები
2026 წლის 12 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ილია შამუგიამ, აშხაბადში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნ „Turkmengaz“-ის თავმჯდომარესთან ბატირ ამანოვთან, „Türkmennebit“-ის თავმჯდომარის მოადგილესთან ბატირ ჯუმაევთან, ასევე ენერგეტიკის მინისტრთან ანნაგელდი საპაროვთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს, ასევე რეგიონული დაკავშირებადობისა და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს გავლით სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი.
