საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი შეხვდა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს გუვანჩ აგაჯანოვს
2026 წლის 3 ივლისს, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე გუვანჩ აგაჯანოვთან.
შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის სათბობ-ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, შუა დერეფნის განვითარება და მისი ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობები. საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს თურქმენული ენერგორესურსების საქართველოს გავლით დასავლეთის ბაზრებზე ექსპორტს.
