Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქმენეთში

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის ვიზიტი აშხაბადში

2026 წლის 25–27 სექტემბერს აშხაბადში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევან იოსელიანი თურქმენეთის ომბუდსმენს, იაზდურსუნ გურბანნაზაროვას შეხვდა. სახალხო დამცველმა შეხვედრები ასევე გამართა თურქმენეთის მეჯლისის საერთაშორისო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაკსატ კულიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ახმედ გურბანოვთან.

შეხვედრებზე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების, ადამიანის უფლებების დაცვის, საპარლამენტო პარტნიორობისა და საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას.

ვიზიტის ფარგლებში ლევან იოსელიანმა, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე საბიაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.