საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი შეხვდა თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური კავშირების მინისტრს ნაზარ აგახანოვს
2025 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი შეხვდა თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური კავშირების მინისტრ ნაზარ აგახანოვს.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გზები. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებებზე, ასევე ახალი ერთობლივი პროექტების დაწყების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებულად გამოკვეთილ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლი, როგორც პლატფორმისა, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას.
ასევე აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების მაღალი დონე და ორ სახელმწიფოს შორის მუდმივი კონსტრუქციული პარტნიორობის მნიშვნელობა.
