Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქმენეთში

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა

2026 წლის 7 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა.
 
თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
 
ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის ურთიერთობებში საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან როლს, ასევე რეგიონულ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოსა და თურქმენეთის აქტიური მონაწილეობით ხორციელდება.