თურქმენეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
თურქმენეთში საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც თურქმენეთის ოფიციალური პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა, ასევე თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა ნაზარ აგაჰანოვმა.
ელჩმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის ისტორიულ მნიშვნელობას.
კონსტანტინე საბიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ როლზე, ქვეყნის სატრანსპორტო, სატრანზიტო და დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შუა დერეფნის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება რეგიონალური კავშირების გაღრმავების უპირობო საფუძველია.
ელჩმა მაღალი შეფასება მისცა თურქმენეთთან არსებულ დინამიკურ პარტნიორობას, მაღალი დონის ვიზიტების შენარჩუნების მნიშვნელობას, აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებაზე.
გამოსვლისას ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თურქმენეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული იდენტობისა და მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციის სიმბოლოს - ქართული ქვევრის ისტორიას, რომელიც წარმოდგენილია საელჩოში და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.
საზეიმო ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ადგილობრივ პრესაში, საინფორმაციო ლინკები:
https://www.newscentralasia.net/2026/05/27/priyom-v-den-nezavisimosti-gruzii_ashgabat_turkmenistan/
https://orient.tm/ru/post/100219/georgia-independence-day-reception-ashgabat-turkmenistan-2026
https://turkmenportal.com/ru/news/101676-gruziya-prazdnuet-35-letie-nezavisimosti-torzhestvami-po-vsey-strane
