Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქმენეთში

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩის ვიზიტი საპორტო ქალაქ თურქმენბაშში

2023 წლის 12-13 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე საბიაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია საპორტო ქალაქ თურქმენბაშის.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქმენბაშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების კომპლექსის ხელმძღვანელობასთან, დირექტორის მოადგილესთან, ტაგაიმირატ ტაგიევთან, სადაც განხილულ იქნა თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები.

 

ასევე გაიმართა ელჩის შეხვედრა თურქმენეთის საზღვაო და სამდინარო გზების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან, საერთაშორისო საზღვაო ნავსადგურის „თურქმენბაშის“ დირექტორთან, სეითგული ბაისეიდოვთან, ასევე დარგის ექსპერტებთან.

 

შეხვედრებზე თურქმენულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეგიონალური მაშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ელჩმა ვრცლად ისაუბრა ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, არამარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობისთვის.

 

აღინიშნა, რომ თურქმენბაშის პორტი, ისევე როგორც საქართველოს პორტები, წარმოადგენენ „ლაპის ლაზულისა“ და „შავი ზღვა - კასპიის ზღვა“ სატრანზიტო დერეფანების მთავარ საკვანძო დამაკავშირებელ რგოლებს.

 

ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირებისა და საქართველო-თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების გზების მნიშვნელობას.