Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქმენეთში

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა

2026 წლის 7 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა.
 
სხდომაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო თურქმენეთს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს.
 
როგორც მინისტრმა განაცხადა, სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო თურქმენეთისთვის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კარიბჭე და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო კვანძია.
 
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა.