Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქმენეთში

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში

2026 წლის 17 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. 

პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებებით ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. 

ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო-ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის შემდგომ განვითარებას. 

თურქმენულმა მხარემ სხვადასხვა სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების ინტერესი გამოთქვა. 

შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა რეგიონული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. 

შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველო-თურქმენეთის მთავრობათაშორისი კომისიის როლი.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობაზე და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას.

ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ფინანსურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო, ასევე ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტების გაცვლის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თურქმენეთის პრეზიდენტი დაესწრნენ.

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/1499467658619421