Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქმენეთში

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, გაიმართა ორმხრივი ბიზნეს ფორუმი. 

ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუხამედოვმა.

ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებსა და მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რაც მყარ საფუძველს ქმნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის. 

ფორუმის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, დეტალურად განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური პოტენციალი და მისი სრულად ათვისების გზები. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, რეგიონული სატრანზიტო დერეფნების ეფექტიან გამოყენებასა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და ტურიზმი. გამოიხატა სრული მზადყოფნა ქართულ და თურქმენულ კომპანიებს შორის პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარებისა და შემდგომი მხარდაჭერისთვის. 

ღონისძიების დასასრულს კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. 

ბიზნეს-ფორუმის გახსნის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა თურქმენული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს.