კასპიის ზღვის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „კასპიის ზღვის ეკოსისტემის დაცვა: რეგიონული თანამშრომლობა და მდგრადი განვითარება“
2026 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე საბიაშვილმა მონაწილეობა მიიღო კასპიის ზღვის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ავაზას ეროვნულ ტურისტულ ზონაში გაიმართა.
საქართველოს ელჩმა გამოსვლაში ისაუბრა კასპიის ზღვის მნიშვნელობაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების ჩამოყალიბების კუთხით. ასევე ისაუბრა კასპიის ზღვის აუზის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე, მისი უნიკალური ეკოსისტემის შენარჩუნებასა და გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
კონსტანტინე საბიაშვილმა ყურადღება გაამახვილა შავი და კასპიის ზღვების როლზე ეფექტური მიწოდების ჯაჭვების შექმნასა და სატრანსპორტო, სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნების გაფართოების თვალსაზრისით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე და „შუა დერეფნის“ როლზე, ასევე, საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც ხელს უწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მდგრად განვითარებას.
#GeorgiaInTurkmenistan #MiddleCorridor #Diplomacy #CaspianSeaDay #AnakliaPort #Connectivity #Ecology #EnvironmentalProtection #EcoSafety #SustainableDevelopment #GreenEconomy #BlackSea #CaspianSea
