Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქმენეთში

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში

2026 წლის 1–2 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვია.
 
ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაში და შეხვედრები გამართა თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვთან.
 
მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება, უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობა, ერთობლივი პროექტები და ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზება განიხილეს. შეიქმნა ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომლის პირველი შეხვედრაც ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ზვიად გაბისონია, ხოლო თურქმენეთის მხრიდან აზათ ატაევი ხელმძღვანელობდნენ.
 
საქართველოს დელეგაციამ აშხაბადში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო. ოფიციალურ ღონისძიებებს ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი თურქმენეთში, კონსტანტინე საბიაშვილი.