Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და თურქმენეთის თანამშრომლობა სათბობ-ენერგეტიკულ სფეროში

2022 წლის 8 ოქტომბერს, ქ. აშხაბადში გაიმართა სს „საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ გენერალური დირექტორის ბატონი გიორგი ჩიქოვანის და თანმხლები დელეგაციის შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან, თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ თავმჯდომარესთან ბატონ ბატირ ამანოვთან.

გამართული მოლაპარაკებებისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის სათბობ - ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ამ მიმართულებით დიალოგის გაგრძელებაზე.