საქართველოს ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებს შორის აშხაბადში გამართულ შეხვედრაში
საქართველოს ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებს შორის აშხაბადში გამართულ შეხვედრაში.
გიორგი პერტაიამ და მერგენ გურდოვმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ხაზი გაუსვეს ბიზნეს სუბიექტებს შორის პირდაპირი კავშირების ხელშეწყობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიზნესფორუმებისა და გამოფენების ორგანიზების მნიშვნელობას.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ორმხრივად საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდასაჭერად.
გიორგი პერტაიამ თავისი კოლეგა მიიწვია საქართველოში საქმიანი ვიზიტით.