საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის სამუშაო ვიზიტი ქ. თურქმენბაშში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის თურქმენბაშში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 15 ივლისს, გაიმართა ელჩის შეხვედრა თურქმენბაშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორთან დოვრან ჩიშიევთან, ასევე დარგის ექსპერტებთან.
თურქმენეთსა და საქართველოს შორის სათბობ-ენერგეტიკული და ქიმიური კომპლექსის სფეროში ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების მიზნით, მხარეებმა განიხილეს თურქმენეთის ნავთობპროდუქტების, საქართველოში ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები.