Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მიაჰრი ბიაშიმოვასთან

2023 წლის 22 მაისს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მიაჰრი ბიაშიმოვასთან.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველო - თურქმენეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარე დავით მათიკაშვილი.

მინისტრის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მაღალი დონე, განიხილეს საკითხების მიმდინარეობა, იმსჯელეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.

ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი, სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ ძალისხმევას მნიშვნელობას და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, პოზიტიური თანამშრომლობის გაგრძელებას.