საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილმა მონაწილეობა მიიღო „ელჩების კონფერენციაში”
თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური ელჩების კონფერენცია საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.
მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უსაფრთხოების არსებული გამოწვევები და გეოპოლიტიკური ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების კუთხით.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ქვეყნის მნიშვნელოვან როლს რეგიონულ სატრანზიტო და ლოგისტიკის სფეროში და აღნიშნა, რომ ამ მიღწევებში ქართველი დიპლომატების წვლილი მნიშვნელოვანია.
ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ კონფერენციის მონაწილეებს პატრიარქის მიმართვა გააცნო.
