თურქმენეთის პრეზიდენტი აშხაბადში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „მსოფლიოს სამზარეულო“ ქართული კუთხეს ესტუმრა
2025 წლის 22 მარტს, თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო კონკურსი „მსოფლიოს სამზარეულო“, სადაც საქართველოს საელჩომ, გასტრონომიული დიპლომატიის ფარგლებში, ქართული სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები წარადგინა.
ღონისძიების ფარგლებში, თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა პირადად მოინახულა ქართული კუთხე, სადაც მას საქართველოს ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა გააცნო ქართული გასტრონომიული ტრადიციები, მათი უნიკალურობა და კულტურული მნიშვნელობა.
ღონისძიების დასასრულს, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა, საქართველოს ელჩს სპეციალური სერტიფიკატი გადასცა.
ქართულმა გასტრონომიულმა კუთხემ დიდი მოწონება და მაღალი შეფასებება დაიმსახურა.