Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის სახელმწიფო სასაქონლო-სანედლეულო ბირჟის თავმჯდომარესთან ბატირ ვოლსახატოვთან

ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, თურქმენეთში საქართველოს საელჩო აგრძელებს მუშაობას ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

 

ამ მიზნით, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის სახელმწიფო სასაქონლო-სანედლეულო ბირჟის თავმჯდომარესთან ბატირ ვოლსახატოვთან.

 

შეხვედრაზე ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების, გატარებული რეფორმებისა და მიმდინარე რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

 

საუბრისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საქართველო-თურქმენეთის საქმიანი კავშირების გააქტიურებას, ორი ქვეყანის საქმიან წრეებს შორის კონტაქტების დამყარებას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და საქონელბრუნვის გაზრდის შესაძლებლობებს და ამ მიზნით ბიზნეს წრეების წარმომადგენლების შეხვედრის ორგანიზებისა დაგროვილი გამოცდილების გაზიარების საკითხებზე მსჯელობას.