Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქმენეთში

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“.
 
📌 ფორუმზე სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტები:
✅ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სტაბილური განვითარება და მაღალი ეკონომიკური ზრდა;
✅ დაასახა მშვიდობისა და ნდობის პრინციპების მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკაში და რეგიონულ სტაბილურობაში;
✅ ხაზი გაუსვა შუა დერეფნის როლს, რომელიც აერთიანებს ევროპასა და აზიას და უწყობს ხელს ვაჭრობასა და ნდობას რეგიონში;
✅ გამოხატა მხარდაჭერა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
 
🤝 ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები:
• ყაზახეთის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან
• აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება მშვიდობისა და ნდობის პრინციპების ხელშეწყობასა და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერაში.