Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან

 
2022 წლის 29 ნოემბერს გაიმართა თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან მამეტხან ჩაკიევთან.
 
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის სატრანსპორტო - საკომუნიკაციო სფეროში ურთიერთობის მრავალმხრივი თემატიკა.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს, მათ შორის სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზაციისა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობას.
 
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი, საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების წარმატებულად განხორციელების საქმეში.