საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის გაცნობითი შეხვედრა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ახმეტ გურბანოვთან
2024 წლის 31 იანვარს, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე საბიაშვილის, გაცნობითი შეხვედრა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილესთან ახმეტ გურბანოვთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოჯისტიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლები, თანამშრომლობის განვითარების საკითხები.
დადებითი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაფართოებისა და მისი მოცულობის გაზრდის მიმართულებით, შესაბამისი სტრუქტურების საქმიანობისა და პირდაპირი კავშირების გააქტიურებას.
ხაზი გაესვა სატრანსპორტო, სატრანზიტო და ენერგეტიკის სფეროებში არსებული შესაძლებლობის განხორციელების საქმეში, ორ ქვეყანას შორის ძალიხმევის გაერთიანების მნიშვნელობას.