საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში ქ. არკადაგში, გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში
2025 წლის 29 მარტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში ქ. არკადაგში, გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „მშვიდობისა და ნდობის წელი: საერთაშორისო ქმედებების განვითარება ბავშვებისთვის“, რომელიც გაიმართა გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სახელობის, მეურვეობის საჭიროების მქონე ბავშვების დახმარების საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით.
კონფერეცნიაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა. ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სტრატეგიის მიმართულებითა და სოციალური პროგრამების განხორციელების კუთხით.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სახელობის, მეურვეობის საჭიროების მქონე ბავშვების დახმარების საქველმოქმედო ფონდის ვიცე-პრეზიდენტთან ოგულჯაჰან ატაბაიევასთან, ასევე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ბაირამგულ ორაზდურდიევასთან და თურქმენეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრთან მირატ მამედოვთან.
შეხვედრებზე მინისტრმა თურქმენელ კოლეგებს, ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. განიხილეს ორ ქვეყანას შორის, ჯანდაცვის მიმართულებით, არსებული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
კონფერენციას ესწრებოდა და შეხვედრებში მონაწილებას ღებულობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.