Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქმენეთში

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თეა გიორგაძის სამუშაო ვიზიტი აშხაბადში

2026 წლის 10–12 ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თეა გიორგაძემ მონაწილეობა მიიღო აშხაბადში საერთაშორისო გამოფენასა და სამეცნიერო კონფერენციაში „ჯანდაცვა, განათლება და სპორტი ძლევამოსილი სახელმწიფოს ახალი ეპოქის აღორძინების ხანაში“.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თეა გიორგაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, სამეცნიერო და პროფესიული კავშირების განმტკიცებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.