Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი შეხვდა თურქმენეთის მრეწველებისა და მეწარმეთა გაერთიანების თავმჯდომარეს ნოკერგული ატაგულიევს

ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს,  გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მრეწველებისა და მეწარმეთა გაერთიანების თავმჯდომარესთან ნოკერგული ატაგულიევთან.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველო-თურქმენეთის შორის საქმიანი კავშირების გააქტიურება, ორი ქვეყანის ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების დამყარება, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და საქონელბრუნვის გაზრდის შესაძლებლობებისა და ამ მიზნით ბიზნეს ფორუმის ორგანიზების განხილვა.

 

ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების, გატარებული რეფორმებისა და მიმდინარე რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

 

მხარეები შეთანხმდნენ მხარი დაუჭირონ დაგეგმილ აქტივობებს  ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოების მიზნით.