Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
The site works in a test mode
world

რწმუნებათა სიგელები

2022 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა კონსტანტინე საბიაშვილმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა თურქმენეთის პრეზიდენტს, მისი აღმატებულება სერდარ ბერდიმუჰამედოვს. საზეიმო ცერემონიის შემდგომ გაიმართა ელჩისა და პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა. მისმა აღმატებულებამ, ბატონმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მიულოცა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ურთიერთობების განვითარების მაღალი დონე. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ვიზიტზე, რომელმაც განვითარების დინამიკა შესძინა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს.
თურქმენეთის პრეზიდენტმა და საქართველოს ელჩმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკვანძო საკითხებზე, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობლობაზე, ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობაზე, კულტურული კავშირების გამყარებაზე, ასევე ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში ერთობლივი პროექტების რეალიზების დიდ მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა მულტიმოდალური სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარების აუცილებლობას.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის პრეზიდენტს მიღებისა და შინაარსიანი საუბრისათვის. ელჩის სიტყვებით, საქართველო მიესალმება და დიდად აფასებს თურქმენეთის მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას და დაინტერესებულია ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ თურქმენეთში საქართველოს საელჩო და პირადად ელჩი, ყველა ღონეს იხმარს ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად.
პრეზიდენტთან აუდიენციის შემდეგ ელჩმა მოინახულა „სულიერების მეჩეთი“, ყვავილებით შეამკო თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის საფარმურად ნიაზოვის მავზოლეუმი და თავისუფლების მონუმენტი.
ელჩის შეხვედრა პრეზიდენტთან ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიითა და მასმედიით.