საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს ფიზიკური კულტურისა და სპორტის საკითხებში ალლაბერდი საპაროვს შეხვდა
2025 წლის 7 მარტს, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან ფიზიკური კულტურისა და სპორტის საკითხებში ალლაბერდი საპაროვთან შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თურქმენეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს.