საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი შეხვდა თურქმენეთის მეჯლისის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ანნამუჰამმეტ სარჯაიევს
2025 წლის 10 აპრილს გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის სამუშაო შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ანნამუჰამმეტ სარჯაიევთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საპარლატამენტო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრი.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ პერსპექტივებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ ხასიატს, ასევე საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.