ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარესთან დუნიაგოზელ გულმანოვასთან
2023 წლის 10 მაისს გაიმართა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის სამუშაო შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარესთან ქალბატონ დუნიაგოზელ გულმანოვასთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრი.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ პერსპექტივებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, ასევე საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.