Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის საკოორდინაციო პლატფორმის მაღალი დონის შეხვედრა

2024 წლის 3 ოქტომბერს თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის საკოორდინაციო პლატფორმის მაღალი დონის შეხვედრაში.

თავის გამოსვლაში საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს, მათ შორის სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზაციის, სატრანზიტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდისა და საქმიანობის კოორდინაციის მნიშვნელობას.

კონსტანტინე საბიაშვილმა ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი, საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების წარმატებულად განხორციელების საქმეში.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია (ბაქო-თბილისი-ყარსი), ისაუბრა საქართველოს პორტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე, რომელსაც საკვანზო როლი აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდის კუთხით. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანზიტო და სატრანზიტო კორიდორის ჩამოყალიბებისა და განვითარების მნიშვნელობას.

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის საკოორდინაციო პლატფორმის მაღალი დონის შეხვედრაში თურქმენეთის მხრიდან მონაწილეობა მიიღო მინისტრთა კაბინეტთან არსებული ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოს თავჯდომარემ - მემეთხან ჩაკიევმა, ევროკომიიის მხრიდან ევროკომისარმა - იუტა ურპილაინენმა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალური აზიის ქვეყნებში - ტერი ჰაკალამ, ასევე ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის, თურქეთისა და მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინტიტუტების წარმომადგენლებმა.