Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საერთაშორისო კონფერენცია „საერთაშორისო სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნები: ურთიერთკავშირი და განვითარება - 2024“ (ITTC-2024)

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე საბიაშვილმა 26-27 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მესამე საერთაშორისო კონფერენციაში - „საერთაშორისო სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნები: ურთიერთკავშირი და განვითარება - 2024“ (ITTC-2024).

კონფერენციაზე განიხილეს საერთაშორისო სატრანსპორტო და სატრანზიტო  დერეფნების განვითარების და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

ყურადღება გამახვილდა მწვანე ლოჯისტიკისა და მულტიმოდალური დერეფრების განვითარებაზე. ხაზი გაესვა პროექტის - „შავი ზღვა-კასპიის ზღვა“ და „ტრასეკა“-ს მნიშვნელობას, სადაც საქართველოს განსაკუთრებული როლი უკავია, აძლიერებს თავის პოზიციებს, ავითარებს ინფრასტრუქტურას და პარტნიორებს სთავაზობს სწრაფ, უსაფრთხო და მულტიმოდალურ მარშრუტებს.