Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავჯდომარის მოადგილესთან ქალბატონ მეჰრიჯემალ მამედოვასთან და თურქმენეთის კულტურის მინისტრთან ბატონ ათაგელდი შამურადოვთან

2022 წლის 22 ნოემბერს, გაიმართა თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავჯდომარის მოადგილესთან, ქალბატონ მეჰრიჯემალ მამედოვასთან და თურქმენეთის კულტურის მინისტრთან, ბატონ ათაგელდი შამურადოვთან.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-თურქმენეთს შორის კულტურის და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ასევე განხილულ იქნა კულტურის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, სამომავლო პროექტები.

 

ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე. განსაკუთრებით აღინიშნა, 2022 წლის წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში, ახალგაზრდა თურქმენი შემსრულებლების მონაწილეობა და 2023 წლიდან ფესტივალის, პან-კავკასიური ახალგაზრდულ ორკესტრის წევრად, თურქმენეთის მიღების შესახებ ფესტივალის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება.

 

თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვერ ხდებოდა კულტურული გაცვლის პროგრამების განხორციელება და ხაზი გაუსვა, ორ მეგობარ ქვეყნას შორის არსებული კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროში კავშირების გაღრმავების აუცილებლობას. ასევე, ქალბატონმა მამედოვამ, თურქმენეთში საქართველოს ელჩს, მომავალ წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ აცნობა და მათში საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობის სურვილი გამოხატა.

 

თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მეჰრიჯემალ მამედოვამ, გამოთქვა საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი და საქართველოს ელჩს უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.