Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

კასპიის ზღვის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „კასპიის ზღვა-პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის"

2024 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა მონაწილეობა მიიღო კასპიის ზღვის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაშიკასპიის ზღვა-პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის".

საქართველოს ელჩმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კასპიის ზღვის სტატუსზე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების ჩამოყალიბებაში, ასევე კასპიის ზღვის აუზის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე, მისი უნიკალური ეკოსისტემის შენარჩუნებასა და გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

კონსტანტინე საბიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეფექტური მიწოდების ჯაჭვების შექმნასა და ევროპისა და აზიის კონტინენტებზე სატრანსპორტო, სატრანზიტო და ენერგო კორიდორების გაფართოების ხელშეწყობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, სადაც კასპიის ზღვას, ისევე როგორც შავ ზღვას განსაკუთრებული როლი ენიჭება. აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის ისეთ სატრანზიტო მარშრუტებში მონაწილეობით, როგორებიც არის: ტრასეკა, შუა დერეფანი, ლაპის ლაზული "კასპიის ზღვა - შავი ზღვა" (პროექტი), კავკასიისა და შუა აზიის რეგიონები აყალიბებენ მნიშვნელოვან მიწოდების არხებს და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობებს.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, აპირებს კიდევ უფრო გააფართოვოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა, რათა რეგიონებზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტი ევრაზიის კონტინენტზე საქონლის მიწოდების უსწრაფესი, ყველაზე ეკონომიური და საიმედო არხი იყოს, რაც უცვლელი წინაპირობა იქნება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.