საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის გაცნობითი შეხვედრა ქალაქ აშხაბადის ჰაკიმთან (მერთან) რახიმ განდიმოვთან
2023 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა ქალაქ აშხაბადის ჰაკიმთან (მერთან) რახიმ განდიმოვთან.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მსჯელობა, დედაქალაქებს შორის კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების გააქტიურება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, ჩატარება.
ყურადღება გამახვილდა მერიებს შორის გამოცდილების გაზიარებაზე და ამ მიზნით დელეგაციების გაცვლაზე.