თურქმენეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
27 მაისს, აშხაბადში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ოფიციალურ მიღებას ესწრებოდნენ თურქმენეთის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თურქმენეთში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა ბეგენჩ გოჩმოლაევმა.
გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკურ-დიპლომატიური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.
ხაზგასმით აღინიშნა სატრანსპორტო, სატრანზიტო და ენერგო კორიდორების განვითარების მიმართულებით საქართველოსა და თურქმენეთის როლი.
ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროში ორი ქვეყანის თანამშრომლობაზე. საქართველოს ელჩმა თურქმენეთის მხარეს მახტუმკული ფრაგის სახელობის კულტურულ-მემორიალურ კომპლექსში დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმისთვის მადლობა გადაუხადა.
მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.