სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაშიდ მერედოვმა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაშიდ მერედოვმა.
მინისტრმა ელჩთან საუბარში დიდი პატივისცემითა და სითბოთი ისაუბრა საქართველოს პატრიარქზე, აღნიშნა მისი მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში და მიუსამძიმრა ქართველ ხალხს ამ დიდი დანაკარგის გამო.
ელჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა თურქმენეთის ხელმძღვანელობას, პირადად მინისტრს, საქართველოსთვის ამ მძიმე წუთებში გვერდში დგომისთვის.
