საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბერდიანიაზ მიატიევთან
2023 წლის 6 ივლისს თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბერდიანიაზ მიატიევთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის 2023-2024 წლებისთვის განსაზღვრული თანამშრომლობის პროგრამის მიმდინარეობა.