საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ორგანიზებითა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ გაეროს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში
2026 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ორგანიზებითა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ გაეროს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს მდიდარ კულტურას, ისტორიას, ხალხურ შემოქმედებასა და მრავალფეროვან კულინარიულ ტრადიციებს.
ქართულმა კუთხემ ოფიციალური პირებისა და ღონისძიების სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
