საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მიიღო
2026 წლის 7 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მიიღო.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქმენეთის ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებიც ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ეკონომიკური საკითხები, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა თურქმენეთიდან ინვესტიციების მოზიდვაზე, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ლოგისტიკის და წარმოების მიმართულებით, საუბარი ასევე შეეხო ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.
