საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი შეხვდა თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს მერგენ გურდოვს
2024 წლის 13 თებერვალს, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან მერგენ გურდოვთან.
საუბრისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საქართველო-თურქმენეთის საქმიანი კავშირების გააქტიურებას, ორი ქვეყანის საქმიან წრეებს შორის კონტაქტების დამყარებას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და საქონელბრუნვის გაზრდის შესაძლებლობებს და ამ მიზნით ბიზნეს წრეების წარმომადგენლების შეხვედრის ორგანიზების საკითხებზე მსჯელობას.
მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.