Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

კახეთის რეგიონის დელეგაციის ვიზიტი თურქმენეთში

2023 წლის 27-30 ივნისის პერიოდში თურქმენეთში ვიზიტით იმყოფებოდა კახეთის რეგიონის დელეგაცია, შემდეგი შემადგენლობით: კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე - ლევან ლილუაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი - ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - თენგიზ მთვარელიშვილი.

 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, მონაწილება მიიღო ახალი, ჭკვიანი ქალაქი- არკადაგი- გახსნის ცერემონიაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქმენეთის პრეზიდენტი - სერდარ ბერდიმუჰამედოვი, თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მაღალი რანგის მოწვეული სტუმრები, თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

 

ქალაქის გახსნის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, არკადაგის მერმა (ხაკიმმა) - შამუხამეთ დურდილიევმა და თელავის მერმა - ლევან ანდრიაშვილმა, ხელი მოაწერეს დოკუმენტს . არკადაგისა და . თელავის დამეგობრების შესახებ. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ქალაქ არკადაგის მერიის შენობაში, გაიმართა მერების ორმხრივი შეხვედრა. ლევან ანდრიაშვილმა მიულოცა თავის კოლეგას ჭკვიანი ქალაქის პირველი, მნიშველოვანი ეტაპის დასრულება და უსურვა წარმატებები მის საქმიანობაში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს და იმსჯელეს რეგიონებსა და ქალაქებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შემდგომ პერსპექტივებზე.

 

კახეთის რეგიონის დელეგაციის თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა დელეგაციის შეხვედრა თურქმენეთის კულტურის მინისტრის მოადგილესთან ნურსახეტ შირიმოვთან.

 

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის, კულტურის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საელჩოს ინიციატივით ორგანიზებულ, მიმდინარე თანამშრომლობის პროექტს, რომლის ფარგლებშიც, თურქმენი მუსიკოს-შემსრულებლები, ქართული მხარის მიწვევით, მონაწილეობას ღებულობენ წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალში. ასევე ხაზი გაესვა, მიმდინარე წლის 20-21 მაისს, აშხაბადის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, მაღალ საორგანიზაციო დონეზე, ჩატარებულ ქართული მინანქრის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენას.

 

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს და აქტიურად ითანამშრომლებენ კულტურის, სპორტის, ასევე ტურიზმის სფეროში ორმხრივად საინტერესო პროექტების მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით.

 

30 ივნისს კახეთის რეგიონის დელეგაციის ვიზიტი თურქმენთში დასრულდა.