თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონ კონსტანტინე საბიაშვილის მიერ თურქმენეთის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება სერდარ ბერდიმუჰამედოვისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემისა და შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ინფორმაციაში შეხვედრის დროს განხილული საკითხები - საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობათა გაზრდის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში ერთობლივი პროექტების რეალიზაციის, ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებია გაშუქებული.
სიგელების გადაცემისა და შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა თურქმენულ მედიაში: