საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაცნობითი შეხვედრა თურქმენეთში სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან

2021 წლის 22 ოქტომბერს ქ.აშახაბადში, საქართველოს საელჩოში, თურქმენეთში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ბატონმა ავთანდილ ნაფეტვარიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქმენეთში სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მის აღმატებულება ბატონ რუბენ ხარაზიანთან.

საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს, ასევე, სომხეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ - ჰუმანიტარულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივებს. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ცენტრალური აზიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.